Saturday, October 7, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

    ტრენინგის მეცხრე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. შემდეგ ტრენერმა გვთხოვა ყველას ინდივიდუალურად გაგვეკეთებინა იმ პროექტის პრეზენტაცია,რომელზეც ამ ცხრა დღის მანძილზე ვმუშაობდით.მოვისმინეთ პროექტის პრეზენტაციები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე.
      მაგალითად ერთმა კოლეგამ სთქვა რომ პროექტს აკეთებს „ ნუ დავაბინძურებთ გარემოს “
მისი მიზანია ამ პროექტზე მუშაობის შემდეგ მოსწავლეები იყვნენ უფრო მეტად ინფორმირებულები, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ავნებს გარემოს დაბინძურება ჩვენს ჯანმრთელობას.
   მეორე კოლეგამ სთქვა რომ, იგი აკეთებს პროექტს სახელწოდებით "მინი ფერამ".ამ მასწავლებლის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და მომავალი წარმატებისთვის მათემატიკური ანგარიში.
  მოვისმინეთ სხვაც ბევრი პროექტები.მაგალითად, "რუსი პოეტები საქართველოზე", "შინაური ცხოველები", "უპატრონო ძაღლები", "კაი ყმა", "ჩემი სოფლის გზამკვლევი" "შენი უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი" და "სტატისტიკა და მისი ელემერნტები".  კიდევ სხვებიც,რომლებიც ასევე ძალზედ საინტერესოდ წარმოგვიდგინეს პრეზენტატორებმა. 
   მე თავადაც გავაცანი მათ ჩემი პროექტი,რომლის სახელწოდებაა "წილადების გამოყენება ყოფა ცხოვრებაში",რომელის განხორციელებასაც ვგეგმავ მომავალ სასწავლო წელს. ჩემი მიზანია მოსწავლეებმა კარგათ გაითავისონ, თუ რაში გამოიყენებენ მათემატიკას, კონკრეტულად წილადებს, ყოფა ცხოვრებაში.   
           

4 comments:

  1. ძალიან საინტერესო პროექტი გქონდა, გული მწყდება რომ ტრენინგი დავასრულეთ

    ReplyDelete
  2. ძალიან საინტერესო პროექტია, გისურვებთ წარმატებას.

    ReplyDelete
  3. ძალიან მომეწონა შენი პროექტი, დარწმუნებული ვარ, მოსწავლეებს დაეხმარება მათემატიკის შესწავლაში.

    ReplyDelete
  4. ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი კვეცდები მეც გამოვიყენო ჩემს პრაქტიკაში

    ReplyDelete