Saturday, October 7, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

    ტრენინგის მეცხრე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. შემდეგ ტრენერმა გვთხოვა ყველას ინდივიდუალურად გაგვეკეთებინა იმ პროექტის პრეზენტაცია,რომელზეც ამ ცხრა დღის მანძილზე ვმუშაობდით.მოვისმინეთ პროექტის პრეზენტაციები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე.
      მაგალითად ერთმა კოლეგამ სთქვა რომ პროექტს აკეთებს „ ნუ დავაბინძურებთ გარემოს “
მისი მიზანია ამ პროექტზე მუშაობის შემდეგ მოსწავლეები იყვნენ უფრო მეტად ინფორმირებულები, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ავნებს გარემოს დაბინძურება ჩვენს ჯანმრთელობას.
   მეორე კოლეგამ სთქვა რომ, იგი აკეთებს პროექტს სახელწოდებით "მინი ფერამ".ამ მასწავლებლის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და მომავალი წარმატებისთვის მათემატიკური ანგარიში.
  მოვისმინეთ სხვაც ბევრი პროექტები.მაგალითად, "რუსი პოეტები საქართველოზე", "შინაური ცხოველები", "უპატრონო ძაღლები", "კაი ყმა", "ჩემი სოფლის გზამკვლევი" "შენი უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი" და "სტატისტიკა და მისი ელემერნტები".  კიდევ სხვებიც,რომლებიც ასევე ძალზედ საინტერესოდ წარმოგვიდგინეს პრეზენტატორებმა. 
   მე თავადაც გავაცანი მათ ჩემი პროექტი,რომლის სახელწოდებაა "წილადების გამოყენება ყოფა ცხოვრებაში",რომელის განხორციელებასაც ვგეგმავ მომავალ სასწავლო წელს. ჩემი მიზანია მოსწავლეებმა კარგათ გაითავისონ, თუ რაში გამოიყენებენ მათემატიკას, კონკრეტულად წილადებს, ყოფა ცხოვრებაში.   
           

Sunday, October 1, 2017

ტრენინგის მერვე დღე

     ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.შევქმენით ფასილიტაციის რესურსი. მოვაწესრიგეთ პროექტის პორთფოლიო და მივეცით დასრულებული სახე. შემდეგ მოვათავსეთ მასწავლებლის დამხმარეში.
            დასრულებული პორთფოლიო შევინახეთ drive-ში გავიხსენეთ drive-ში მუსაობა, ამის შემდეგ გამოვაქვეყნეთ ინტერნეტ სივრცეში. დღევანდელი ტრენინგი საკმაოდ ეფექტური საინტერესო იყო.

Saturday, September 23, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

     დღევანდელი დღე   დავიწყეთ გავლილი დავალების  ანალიზით. შევისწავლეთ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ  საავტორო უფლები და ლიტერატურული შაბლონები. კომენტარები ბლოგზე და მოსწავლის ბლოგი.
  როგორც ყოველთვის  დღევანდელმა დღემაც ნაყოფიერად  ჩაიარა. 

Sunday, September 17, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

 ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.  ტრენერმა გაგვაცნო შეფასების სხვადასხვა მეთოდები. გავეცანით დრიში გაწერილ შეფასების გეგმებს და დავამატეთ ჩვენს პროექტს.
            ტრენერმა ასევე გაგვახსენა PowerPoint-ის პროგრამა და ჩვენი გეგმები გადავიტანეთ პრეზენტაციის ფორმატში.

Saturday, September 16, 2017

ტრენინგის მესამე დრე

        დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. შემდეგ გადავედით პროექტის გეგმაზე სამუშაოდ და დავიწყეთ საკუთარი გეგმის შევსება.  განვსაზღვრეთ სტანდარტი,  განვსაზღვრეთ მიზანი და განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.  ეტაპობრივად დავიწყეთ  საკუთარი გეგმის შევსება. ტრენერი ინტენსიურად გვადევნებდა თვალყურს და  გვაძლევდა სიჭირო მითითებებს. დღევანდელი დღე იყო საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი.

Sunday, September 10, 2017

ტრენინგის მეორე დღე

    ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ პოზიტიურად,  საშინაო დავალების მიმოხილვით. შემდეგ გადავედით პუბლიკაციების გაცნობაზე.  ჯერ თეორიულად გავეცანით და დავათვალიერეთ არსებული პუბლიკაციები. შევქმენით ბუკლეტი რომელიც კავშირშია ჩვენს პროექტთან  და მოვათავსეთ ჩვენ საქაღალდეში. საქაღალდე დავზიპეთ და გადავგზავნეთ ჩვენს მაილებზე.
 

Saturday, September 9, 2017

ტრენინგის პირველი დრე

    გღევანდელი დრე იყო საკმაოდ საინტერესო, გავიხსენეთ ძველი ნასწავლი და ასევე ვისწავლეთ ახალი. საინტერესო იყო გზამკვლევის გაცნობა, რუბრიკების შაბლონების გაცნობა და მათი შენახვა. ასევე შევქმენი ბლოგი რომელიც გამომადგება მომავალი მუშაობისათვის.